დანელიას ღვინო
ჩვენი ღვინო ჩვენი ისტორიაა, ჩვენი ისტორია კი - ჩვენი ღირსება.
ზ. გამსახურდიას ქ. 43, ბათუმი +995 514 637 799
ცოცხალი ისტორია

ცოცხალი ისტორია

„დანელიას ღვინის ძველი სახლი“- „ცოცხალი ისტორია, რომელიც ქმნის მომავალს“: ბათუმის ისტორიულ ცენტრში, ზ. გამსახურდიას ქუჩა №43-ში მდებარე საფირმო მაღაზია-მუზეუმი, რომელიც ვლადიმერ დანელიამ 1907 წელს დააარსა, ყველაზე ძველი მოქმედი ღვინის საფირმო მაღაზიაა საქართველოში. ეს არის უნიკალური სივრცე, სადაც ერთმანეთს ხვდება წარსული და აწმყო. აქ დაცულია 1907–1921 წლების სამუზეუმო ექსპონატები.

სახელმწიფო ჯილდო: ტურიზმის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 2025 წელს „დანელიას ღვინის ძველი სახლი“ დაჯილდოვდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სპეციალური პრიზით - მაგნოლია 2025“.

ბრენდის უნიკალური ისტორიული მასალები ასევე წარმოდგენილია:  ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის სახელმწიფო მუზეუმსა და ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში, ხოლო 1907–1921 წლების საფირმო ეტიკეტები შესულია ოფიციალურ „ქართული ღვინის ეტიკეტების კატალოგში“.